სტატისტიკა
გალერეადაძაბულად დაწყებული „ა“ ლიგის“ მე-4 ტური დაძაბულადვე
დასრულდა. დღეს გამართული „თსუ-ჰიუნდაისა“ და „არენას“ დაპირისპირება დაძაბულ, უშეღავათო
ბრძოლაში წარიმართა და შეხვედრის ბოლო წამებზე მოპოვებული უპირატესობის წყალობით სტუდენტური
გუნდის გამარჯვებით – 67:62 დასრულდა.
მატჩს მონაცვლეობით იგებდა ჯერ „არენა“, შემდეგ „თსუ-ჰიუნდაი“
და ლიდერი თამაშის მსვლელობისას კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა. საწყისი ათწუთეული „არენამ“
18:14 მოიგო, მეორე პერიოდი კი ჰიუნდაელთა 6-ქულიანი ლიდერობით დასრულდა და დიდ შესვენებაზე
სტუდენტური გუნდი 34:32 დაწინაურდა.
მესამე მეოთხეში „თსუ-ჰიუნდაიმ“ ლიდერობა 5 ქულამდე
გაზარდა, მაგრამ დასკვნით პერიოდში არენელებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს
და ბოლო წუთზე დაწინაურებაც შეეძლოთ. გადამწყვეტ მომენტში როდნერიუს ლიუისმა ბურთი
დაკარგა, ხოლო საპასუხო შეტევაში „თსუ-ჰიუნდაიმ“ გამარჯვებისთვის საჭირო ბურთი ჩააგდო.
სტუდენტებს 14 ქულითა და 13 მოხსნით კრის გებრიელმა
ულიდერა. 13-13 ქულა დაგროვდა გიორგი კორსანტიასა და სანდრო სანაძის ანგარიშზე. „არენაში“
19 ქულით ლიუისი გამოირჩა, პიტერ ალექსისის ანგარიშზე კი 12 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.
ამ გამარჯვებით „თსუ-ჰიუნდაი“ წამოეწია „ა“ ლიგის 2 ლიდერს – „დელტას“ და „ტიტებს“.
სამივე გუნდს 4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება აქვთ.