სტატისტიკა„ა“ ლიგის მესამე და უკანასკნელი წრე დღეს, მე-11 ტურით,
მარნეულში დაიწყო. ქვემოქართლურ ქალაქში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი „დელტა“ და მესამე
ადგილზე მყოფი „არენა“ შეხვდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო, დაძაბული და შედეგიანი გამოდგა.
მარნეულელებმა 97:92 გაიმარჯვეს, პირველობა განიმტკიცეს და სუპერლიგაში გადასვლის შანსიც
რეალობასთან მიაახლოვეს.
„დელტას“ 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა და
მასთან ჩამორჩენის მინიმუმამდე შეკვეცა შეეძლო „არენას“, რომელმაც ბოლომდე, ღირსეულად
ებრძოლა მარნეულელებს, მაგრამ ბოლო წუთზე, მასპინძელთა სამქულიანია და დაცვაი კარგი
თამაშის გამო დამარცხდა. „დელტასა“ და „არენას“ დღევანდელი შეხვედრა ძალიან შედეგიანი
იყო. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი – 55:55 იყო. გუნდები ქულას ქულაზე ითვლიდნენ.
აცილებული ბურთი იშვიათი იყო.
მასპინძლები 10 ქულით ორჯერ იგებდნენ, თუმცა ორჯერვე
არენელებმა გაბათილება მოახერხეს. ბოლო წუთბე თბილისელები 2 ქულით დაწინაურდნენ და
გამარჯვებასათანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთზე, შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით
ადრე, დეანდრე რეიმ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და „დელტა“ 93:90 დააწინაურა.
მომდევნ შეტევაში „არენას“ მოთამაშეებმა ბურთი დაკარგეს და მატჩის ბედიც მასპინძელთა
სასარგებლოდ გადაწყდა.
„დელტას“ 23 ქულით, 9 მოხსნით და 4 ჩაჭრით დეანდრე რეიმ
ულიდერა. 21 ქულა ირაკლი ალხანაიძემ მოაგროვა, ზვიად ანთაძის ანგარიშზე კი 20 ქულა
დაგროვდა. „არენაში“ 39 ქულით საუკეთესო იყო როდნერიუს ლიუისი, ხოლო პიტერ ალექსისის
ანგარიშე 18 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
მე-11 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა
ხვალ, 4 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.