დელტამ თსუ-ჰიუნდაის სძლია და ცხრილში გალიდერდა

დელტამ თსუ-ჰიუნდაის სძლია და ცხრილში გალიდერდა

 სტატისტიკა გალერეამე-7 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა დღეს მარნეულში,
სადაც ერთმანეთს „ა“ ლიგის ლიდერები – „დელტა“ და „თსუ-ჰიუნდაი“ შეხვდნენ. ამ გუნდებს
მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები – 2-2 დამარცხება ჰქონდათ და დღევანდელ მატჩს
უნდა გადაეწყვიტა, რომელი მათგანი გახდებოდა ერთპიროვნული ლიდერი.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მარნეულის
დარბაზში „შეკრებილმა“ გულშემატკივარმა დიდი ბრძოლა იხილა. გამარჯვება მასპინძლებს
დარჩათ, რომლებმაც პირველ ტაიმში ტრავმის გამო ამერიკელი ლეგიონერი – ლარონ გრიფინი
დაკარგეს, ხოლო ძირითადი გამთამაშებელი – სოსო ლეჟავა პერსონალურების ლიმიტის გამო
მესამე პერიოდში მოისკლისეს. ამის მიუხედავად, მარნეულელებმა გამარჯვების მოპოვება
მაინც შეძლეს, რაც უპირველესად „თსუ-ჰიუნდაის“ შეცდომების გამო მოხდა.

თბილისურმა გუნდმა ბოლო წუთებამდე სამქულიანი ვერ მიითვალა,
ხოლო შეხვედრა 20 ცდიდან ჩაგდებული ერთადერთი სამიანით დაასრულა. „თსუ-ჰიუნდაიმ“ მასპინძლებზე
უშედეგოდ ესროლა საჯარიმოებიც და ორქულინებიც. შესაბამისად, სტუმრებს მოგებაზე პრეტენზია
ვერ ექნებოდათ. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა. „დელტამ“ 65:59 გაიმარჯვა და
ჩემპიონატს 7 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერობს.

გამარჯვებულებს 18 ქულით ირაკლი ალხანაიძემ ულიდერა.
7-7 ქულა საბა ლობჯანიძემ, დეანდრე რეიმ და ლევან ელიაძემ მიითვალეს. “თსუ-ჰიუნდაიში“
21 ქულითბომბარდირი გახდა სანდრო სანაძე, რომლის მინუსიც 7 დაკარგვა გახლდათ. 16 ქულა,
8 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 5 პასი კრის ანდერსონის ანგარიშზე დაგროვდა.

მე-10 ტური 28 დ 29 მარტს, წყალტუბოში, მარნეულსა და
თბილისში გაიმართება. 

ფოტოები: გიორგი ჯიქია, დელტას პრეს–სამსახური