შედეგები„ა“ ლიგის 1 ტურის დარჩენილ 2 მატჩს უმასპინძლა დღეს
თთბილისის ოლმპიურმა სასახლემ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ მატჩში „ტიტებმა“
წყალტუბოში ადგილობრივი გუნდი დაამარცხა, დღეს კი დარჩენილმა ორმა წყვილმა ითამაშა.
პირველ მატჩში ერთამანეთს „არენა“ და მარნეულის „დელტა“
დაუპირისპირდნენ. „ა“ ლიგის დებიუტანტმა მარნეულელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და სადებიუტო
მატჩში გამარჯვება მოიპოვეს. პირველ პერიოდი „დელტამ“ 23:19 მოიგო, თუმცა „არენას“
მოთამაშეებმა მეორეში მობილიზება შეძლეს და 10-წუთეულის 20:13 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე
თბილისური გუნდი ლიდერის ამპლუაში გავიდა – 39:36.
მესამე მეოთხედში მარნეულელთა ჯერი დადგა, რომლებმაც
22:13 იმარჯვეს, თუმცა ცხადი იყო, რომ ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა.
გადამწყვეტ პერიოდში „დელტას“ ლიდერობის მიუხედავად, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე
უცნობი იყო. ზვიად ანთაძის ზუსტმა თამაშმა შეხვედრის დასასრულს მატჩის ბედი „დელტას“
სასარგებლოდ გადაწყვიტა. აღსანიშნავია ასევე საბა ლობჟანიძის შედეგიანი თამაში გადამწყვეტ
ეპიზოდში.
საბოლოოდ მარნეულელებმა 74:68 მოიგეს. ანთაძე 18 ქულით
მატჩის ბომბარდირი გახდა. 12 ქულა დააგროვა ლობჟანიძემ, ლევან ელიაძის ანგარიშზე კი
11 დაგროვდა. „არენაში“ 14 ქულით როდნერიუს ლიუისი გამოირჩა, ალექსანდრ რიხლიუკის ანგარიშზე
კი 8 ქულა და 20 მოხსნა დაგროვდა.
არენა – მარნეული 68:74
ფოტო: გიორგი ჯიქია. დელტას პრეს-სამსახური
სეუ – თსუ–ჰიუნდაი 60:85
მეორე მატჩშიც ბრძოლა იყო, თუმცა მხოლოდ პირველ ტაიმში.
ერთმანეთს „სეუ-რინო“ და „თსუ-ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. ეს გუნდები შარშანდელ „ა“
ლიგაში ასპარეზობდნენ და წელს სხვების მსგავსად, სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია აქვთ.
პირველი მეოთხედი თსუ-ჰიუნდაიმ ქულით მოიგო,
ხოლო მეორე პირით – ქულით სეუმ-მ იმარჯვა და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა
– 35:35. მატჩის ბედი კი მესამე პერიოდში გაირკვა, რომელიც „თსუ-ჰიუნდაიმ“ 21 ქულით
– 32:11 მოიგო და 67:46 გალიდერდა.
დარჩენილ 10-წუთეულში გასარკვევი ისღა იყო, რა ანგარიშით
მოიგებდა „თსუ-ჰიუნდაი“. საბოლოოდ 85:60 და
ყველაზე შედეგიანი ჰიუნდაელთა ლეგიონერი კრისტოფერ გებრიელი გახდა – 21 ქულა, 11 მოხსნა.
16 ქულა დააგროვა სანდრო სანაძემ, 14 – ლუკა გიორგაძემ. სეუ-ელთაგან 20 ქულით საუკეთესო
იყო ჯამალ უილსონი, 11 ქულა კი ერიკ გეინესის ანგარიშზეა.
„ა“ ლიგის მორიგი მატჩები 2 თებერვალს გაიმართება.