ესპანელები ქართველ მწვრთნელებს სემინარებს ჩაუტარებენ

ესპანელები ქართველ მწვრთნელებს სემინარებს ჩაუტარებენ

25 აპრილს, თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარები და ტრენინგები ჩატარდება. ღონისძიებას ესპანელი მწვრთნელები და საკალათბურთო სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც ამჟამად ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს საკალათბურთო კემპს უტარებენ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა საკალათბურთო აქტივობებია დაგეგმილი. ხელშეკრულება ქართული კალათბურთის განვითარებას ემსახურება და მის პირველ წელს 2-კვირიანი საკალათბურთო კემპი და მწვრთნელთა სემინარები დაიგეგმა.
კემპის დასრულების შემდეგ „სასკი ბასკონიას“ მფლობელი კლუბის – „ლაბორალ კუჩას“ მწვრთნელები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. 25 აპრილს, 12 საათზე, „დინამოს“ ბაზაზე საქართველოს მასშტაბით ყველა მწვრთნელია დაბარებული.
რეგისტრაციისთვის და  დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 597 777 090