გაფრინდაშვილი “ა” ლიგაში 1 მატჩს გამოტოვებს

გაფრინდაშვილი “ა” ლიგაში 1 მატჩს გამოტოვებს

„ა“ ლიგის გასულ, მე-3 ტურში თსუ-სა და გორის „დილას“  მატჩში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრმა გიორგი გაფრინდაშვილმა მიიღო დისკვალიფიკაცია. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა მომხდარზე და გიორგი გაფრინდაშვილს გამოუტანა 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია. შესაბამისად, გაფრინდაშვილი გამოტოვებს 4 აპრილს „წყალტუბოსთან“ გასამართ „ა“ ლიგის მორიგი ტურის მატჩს.