კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა დაადგინა ღონისძიებათა კალენდარი და სუპერლიგისა და „ა“ ლიგის დებულებებში განახორციელა ცვლილებები.
გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დაწყებისთვის არ იყო ცნობილი, თუ როგორი ფორმით შეიქმნებოდა „ა“ ლიგა და ამ შეჯიბრმა სტარტი შუა სეზონში აიღო, საჭირო გახდა დებულებებსა და ჩემპიონატების კალენდრებში ცვლილებების შეტანა. ეს ყველაფერი სეზონის დაწყებამდე შეთანხმებული იყო ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან. ჩემპიონატების სიმრავლემ და სეზონის მსვლელობისას ახალი ტურნირების დაწყებამ განაპირობა კალენდრებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება.
აღსანიშნავია საპრიზო ფონდის მნიშვნელოვნად გაზრდა. წინა სეზონში საპრიზო თანხა შეადგენდა 25 000 ლარს, რომელიც საუკეთესო სამეულმა გაინაწილა, მიმდინარე სეზონის საუკეთესო 4 გუნდი კი დაკავებული ადგილების შესაბამისად 250 000 ლარს გაინაწილებს.
დებულებებისა და კალენდრების ახალ რედაქციას ქვემოთ გთავაზობთ: