“ა” ლიგის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო რაუნდი დღეს დაიწყო. ერთმანეთს ხვდებიან გასული სეზონის აუტსაიდერი სეუ, რომელიც ამჯერად ილიაუნის სახელით გამოდის და კლუბი “თბილისი”. საკვალიფიკაციო რაუნდი 2 მატჩისგან შედგება, რომლის ჯამშიც უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული. პირველი შეხვედრა ილიაუნის გამარჯვებით – 100:79 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მეორე მატჩში ამ გუნდმა 20 ქულაზე მეტით არ წააგო, სერიას მოიგებს და მომავალ სეზონში “ა” ლიგაში ითამაშებს.
მატჩი თანაბრად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ილიაუნი მხოლოდ 1 ქულას იგებდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ილიას უნივერსიტეტის გუნდმა მეორე პერიოდში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც მესამეში შეინარჩუნა და ბოლო ათწუთეულში კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. გამარჯვებულებს ულიდერა ამერიკელმა ლეგიონერმა სტივ ჩანერმა, რომელმაც 23 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ოთარ პერტაიას ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. “თბილისში 23 ქულითა და 13 მოხსნით სოსო გოგნაძე გამოირჩა.
შემდეგი შეხვედრა 24 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.