jr.gbf.ge: კალენდარი და ვიდეო-კოლაჟი Junior NBA-GBF ლიგის ვებ-გვერდზე

jr.gbf.ge: კალენდარი და ვიდეო-კოლაჟი Junior NBA-GBF ლიგის ვებ-გვერდზე

 VIDEO  JR.GBF.GEJunior NBA-GBF ლიგა იწყება. კალენდარი შედგენილია და პასიფიკისა(ქუთაისი) და სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი) დივიზიონებში ტურნირი სტარტს 17 მაისს აიღებს. პერიოდულად, სტარტს აიღებს თამაშები დანარჩენ 4 – ატლანტიკის (თბილისი), სამხრეთ-აღმოსავლეთის (თელავი), ჩრდილო-დასავლეთის (კასპი) და ცენტრალურ (რუსთავი) დივიზიონებში. ტურნირის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე: jr.gbf.ge -ზე მიიღებთ, სადაც ოპერატიულად განთავსდება კალენდარი, გამართული მატჩების შედეგები და ფოტო-ვიდეო მასალები. 

შეგახსენებთ, რომ  Junior NBA-GBF ლიგა რიგით მეორე გათამაშებაა. შარშანდელის მსგავსად, ტურნირში წლეულსაც 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშების სისტემა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიური იქნება. ჯგუფებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მათ დაემატება კონფერენციების (დასავლეთი და აღმოსავლეთი) მიხედვით დივიზიონის 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და ჯამში 16 გუნდი ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს.
Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ივნისის თვეში გამოვლინდება. მანამდე კი შეგიძლიათ ამ საინტერესო ლიგას მატჩებზე დასწრებასთან ერთად ჩვენი ვებ-გვერდის jr.gbf.ge-ის  საშუალებითაც უგულშემატკივროთ.