კაკტუსის და თსუ-ს გამარჯვებები

კაკტუსის და თსუ-ს გამარჯვებები

 შედეგები
 გალერეა„ა“ ლიგაში 6 აპრილს 2 მატჩი გაიმართა. სუპერლიგაში
გადასასვლელად მებრძოლი კაქტუსი წყალტუბოს შეხვდა და 85:72 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში
თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში „ვინგსს“ 95:88 სძლია.

,,კაქტუსმა“ პირველ მეოთხედშივე შეძლო დიდი უპირატესობის
მოპოვება და ანგარიშით 24:10 დაწინაურდა. საბოლოოდ, მათ მეტოქე 85:72 დაამარცხეს და
ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.

,,კაქტუსის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა
ლეგიონერმა უკანახაზელმა დენიელ უილიამსმა შეიტანა, რომელმაც 13 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა
დააგროვა და სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. მისი თანაგუნდელებიდან ყველაზე შედეგიანი
უკანახაზელი ვახტანგ ბააკაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც 19 ქულაა.

მეორე მატჩში უფრო დაძაბული ბრძოლა იყო და გამორჩეული
შედეგი – სამმაგი დუბლიც დაფიქსირდა, რომელიც თსუ-ელი ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზეა.  პირველი მეოთხედი ფრედ 22:22 დასრულდა. თსუ-მ მხოლოდ
პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო უპირატესობის მოპოვება. სტუდენტების გამარჯვებაში ლომის
წილი მათმა უკანახაზელმა ვასილ ბერუაშვილმა შეიტანა, რომელმაც 32 ქულით, 12 მოხსნითა
და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.

,,ვინგსის“ შემადგენლობაში 27 ქულითა და 8 მოხსნით ყველაზე
შედეგიანი ფორვარდი გელა კოპალიანი იყო, ხოლო ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი რევაზაშვილმა
20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

„ა“ ლიგაში მომდევნო მატჩი 14 აპრილს, „ვითასა“ და
„წყალტუბოს“ შორის გაიმართება. 
კაკტუსი – წყალტუბო  85:72  

ვინგზი – თსუ  88:95