შედეგები გალერეადღეს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში საკალათბურთო
„ა“ ლიგის 2 მატჩი გაიმართა. სუპერლიგაში გადასასვლელად მებრძოლმა „კაკტუსმა“ თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საკმაოდ იოლად – 100:71 დაამარცხა.
ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც ფრედ
– 26:26 დასრულდა. მეორე ათწუთეულის ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ტაიმის
დასკვნით ნაწილში ფავორიტმა კაკტუსელებმა იძალეს
და პერიოდის 24:15 მოგებით დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 50:41.
მეორე ტაიმი ფორმალობა გამოდგა. „კაკტუსმა“ ყველა კომპონენტში
დაჯაბმა მეტოქე და საბოლოოდ 29 ქულით იმარჯვა. 26 ქულითა და 10 მოხსნით კაქტუსელთაგან
საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი, დანიელ უილიამსი გახლდათ. 19 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი
მოაგროვა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.
„ა“ ლიგის მორიგ მატჩში ერთმანეთს „ვითა“ და „ვინგსი“
შეხვდნენ. ერთი გუნდი სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის, მეორე კი „ა“ ლიგაში დასარჩენად.
ამ თანაფარდობიდან გამომდინარე, საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა, თუმც ისიც სათქმელია,
რომ აუტსაიდერმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია ლიდერს.
ეს უფრო პირველ ტაიმზე ითქმის, რომლის საწყისი მახევარი
„ვინგსმა“ 24:20 მოიგო. ზურა მაისურაძის, გიორგი კოპალიანისა და გიორგი რევაზაშვილის
შედეგიანობით „ვინგსმა“ მატჩის პირველი ტაიმი 38:39 დათმო, თუმცა მესამე პერიოდიდან
ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ანდრე ჯონსისა და მაიზერ რევაზაშვილის შედეგიანობით
ვითელებმა მესამე პერიოდი 26:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ.
„ვინგსი“ რომ აღნიშნული ჩამორჩენის გამბათილებელი არ
იყო, თამაშმაც გამოაჩინა. საბოლოოდ ვითელებმა 16 ქულის სხვობით – 86:70 გაიმარჯვეს
და ცხრილის მოწინავე ნაწილში ადგილი გაიმყარეს. გამარჯვებულებს 28 ქულით ამერიკელმა
ანდრე ჯონსმა ულიდერა. 20 ქულა და 16 ქულა მიითვალა მაიზერ რევაზაშვილმა, დავით მაისურაძის
ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.
მორიგი ტურის მატჩები 24 და 25 მარტს გაიმართება.
თსუ – კაქტუსი 71:100
ვითა – ვინგზი 86:70