კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

სუპერლიგის დებულებით გათვალისწინებულ ვადაში (2015 წლის 16 ოქტომბერი, 17:00 საათი) კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში სუპერლიგის მონაწილეთაგან სამწუხაროდ, „შსს-აკადემიამ“ ვერ წარმოადგინა 2015-2016 წლების გათამაშებაში სამონაწილეო განაცხადი. „შსს-აკადემიის“ ნაცვლად  სუპერლიგის 2015-2016 წლების გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს სუპერლიგის ქვედა – „ა“ ლიგის 2015 წლის სეზონის გამარჯვებული „არენა-76“.