კაქტუსისა და წყალტუბოს გამარჯვებები

კაქტუსისა და წყალტუბოს გამარჯვებები

 შედეგები
 გალერეა საკალათბურთო „ა“ ლიგაში თბილისური ტურის ჯერი დადგა, რის ფარგლებშიც ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდი ერთ წრეს დედაქალაქში ითამაშებს. დღეს სპორტის ახალ სპორტის სასახლეში 2 მატჩი
ჩატარდა, რომელთაგან პირველში ერთმანეთს „კაკტუსი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შხვდნენ და ამ უკანასკნელმა 88:62 იმარჯვა. კაქტუელებს 24 ქულით ამერიკელმა დანიელ უილიამსმა ულიდერა. 15 ქულა მოაგროვა დავით ლომიძემ, ხოლო 13 – ბექა ჩიკვილაძემ. თსუ-ში ყველაზე მეტი – 10 ქულა დავით დეკანოიძემ დააგროვა.

„ა“ ლიგის გათამაების
მორიგი მატჩი „წყალტუბოსა“ და საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის გუნდს შორის გაიმართა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო მეოთხედში – წყალტუბოელთა
სასარგებლოდ გადაწყდა.

ამ გუნდების პირველი
წრის შეხვედრა სეუ-მ მოიგო, თუმც დღევანდელ მატჩს სხვა ლიდერი ჰყავდა. წყალტუბოელებმა
თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ლაშა ეძგვერაძის
გაწვრთნილი სეუ-ელები მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ ჩამორჩენის აღმოფხვრას,
თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს.

საბოლოოდ „წყალტუბომ“
65:54 იმარჯვა და სეუ ცხრილში ჩამოიტოვა. წყალტუბოელებს 24 ქულით და 18 მოხსნით ალექსანდრ
რიხლიუკმა ულიდერა. 4 სამქულიანი და 12 ქულა ირაკლი მაცაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა.
სეუ-ში 21 ქულით საუკეთესო იყო ფუსეინ კამარა.
თსუ – კაქტუსი  62:88

წყალტუბო – სეუ  65:54