“კათარზისის” აქციას კალათბურთელებიც შეუერთდნენ

“კათარზისის” აქციას კალათბურთელებიც შეუერთდნენ

სათნოების სახლ „კათარზისის“ აქციას „მე მიყვარს მოხუცები – მეც დავბერდები“ საკალათბურთო სუპერლიგის კალათბურთელებიც შეუერთდნენ. აქცია რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო და მასში სხვადასხვა სფეროს როგორც ცნობილი სახეები, ისე რიგითი მოქალაქეები ჩაერთვნენ. სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩის მონაწილეებმა სათნოების სახლ „კათარზისის“ აქციას „მეც დავბერდები – მე მიყვარს მოხუცები“ სოლიდარობა გამოუცხადეს.