შედეგები„ა“ ლიგის მეორე წრის ბოლო, მე-10 ტური
რეგიონებში 28 მარტს დაიწყო და დღეს, თბილისში დასრულდება. ქუთაისში „წყალტუბომ“
„თსუ-ჰიუნდაის“ უმასპინძლა, ხოლო მარნეულში „დელტა“ სეუ-ს შეხვდა. ორივე მატჩში
დიდი სხვაობა დაფიქსირდა. „ა“ ლიგის ლიდერებმა „დელტამ“ და „თსუ-ჰიუნდაიმ“
დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს.
ქუთაისში წყალტუბოელებმა მხოლოდ პირველ
ტაიმში გაუწიეს სტუმრებს წინააღმდეგობა. დიდი შესვენებისთვის „თსუ-ჰიუნდაი“ მხოლოდ
8 ქულით იგებდა, ხოლო მესამე პერიოდში 21:10 იმარჯვა და მასპინძლები წელში გატეხა.
საბოლოოდ თბილისელებმა 95:66 მოიგეს და და ლიდერ „დელტას“ გადასწრეს. თუმცა ეს
ლიდერობა მალევე დაკარგეს, რადგან „დელტამ“ მარნეულში აუტსაიდერ სეუ-ს უმასპინძლა
და დიდი ანგარიშით – 86:47 დაამარცხა.
„თსუ-ჰიუნდაის“ წყალტუბოელებთან მოგებულ
მატჩში სანდრო სანაძემ ულიდერა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. 14 ქულა და 12 მოხსნა
მოაგროვა კრისტოფერ გებრიელმა, ხოლო 11-11 ქულა რატი ნუცუბიძისა და გიორგი
ფერიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. „წყალტუბოში“ 16 ქულით ბომბარდირი გიორგი კუჭავა
გახდა.
რაც შეეხება მარნეულელებს, სეუ-სთან
გამარჯვებულ „დელტას“ 17 ქულით ლევან ელიაძემ ულიდერა. 15 ქულა მოაგროვა დეანდრე
რეიმ, ხოლო 13 – კელვინ დოუნსმა. სეუ-ში 11 ქულით საუკეთესო იყო კახა გიორგაძე,
ხოლო დავით მაისურაძემ 10 ქულა მიითვალა.
მეორე წრის ბოლო შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გიმართება, რომელშიც „არენა“ და „ტიტები“
დაუპირისპირდებიან.