ლუკა ბულაშვილი ესპანეთის ჩემპიონობისთვის ფინალურ ეტაპში იბრძოლებს

ლუკა ბულაშვილი ესპანეთის ჩემპიონობისთვის ფინალურ ეტაპში იბრძოლებს

ესპანეთში წარმატებით ასპარეზობს ქართველი ახალგაზრდა ლუკა ბულაშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში გსულ წელს თბილისში ჩატარებულ კემპზე თავის გამოჩენის შემდეგ გაემგზავრა. ბულაშვილი კანარის კუნძულების 18-წლამდელთა ჩემპიონატში გუნდ CBA-ს ღირსებას იცავს. აღნიშნულმა კლუბმა კანარის კუნძულების ჩემპიონატი მოიგო და ესპანეთის ეროვნულ პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მაისის დასაწყისში დედაქალაქ მადრიგში სტარტს აიღებს ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის ყველა რეგიონის გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. კანარის კუნძულების საუკეთესო გუნდ CBA-ს შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ლუკა ბულაშვილი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და ვარჯიშს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში განაგრძობს.