მარნეულის „დელტამ“ სუპერლიგის საგზური მოიპოვა

მარნეულის „დელტამ“ სუპერლიგის საგზური მოიპოვა

 შედეგები  გალერეადღეს გამოვლინდა „ა“ ლიგიდან სუპერლიგაში გადამსვლელი
გუნდი. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველში მარნეულის „დელტამ“ „ტიტებს“
დაძაბულ ბრძოლაში – 73:71 დაამარცხა და „ა“ ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ნებისმიერი
გუნდისთვის მიუწვდომელი გახდა.

მარნეულის გუნდს დარჩნილი 2 მატჩიდან 1 გამარჯვებაც
ჰყოფნიდა, პირველი ადგილი რომ გაენაღდებინა და ეს პირველსავე ცდაზე მოახერხა. არადა,
„ტიტებმა“ შედეგიანად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლიდერობას
ფლობდნენ. „დელტამ“ ბოლო პერიოდსი მოახდინა გარდატეხა – ათწუთეული 24:14 მოიგო და მატჩი
სასურველი ანგარიშით დაასრულა.

გამარჯვებულებს 20 ქულით დეანდრე რეიმ ულიდერა. 18 ქულა
ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზეა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ზვიად ანთაძემ. „ტიტებში“
39 ქულით საუკეთესო იყო რაიან აარონი, არმანი ფლანინგანის ანგარიშზე კი 13 ქულა და
22 მოხსნა დაგროვდა.

პირველი გამარჯვება იზეიმა სეუ-მ, რომელმაც მიუხედავად
იმისა, რომ 5 კალათბურთელით თამაშობდა, არაფერი დაუთმო „წყალტუბოს“ და ნანატრი გამარჯვება
მოიპოვა – 109:82. ამ მატჩში დამყარდა „ა“ ლიგის რამდენიმე რეკორდი. დავით მაისურაძემ
57 ქულა დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. სამმაგი დუბლი გაიფორმა
გიორგი ცხოვრებოვმა, რომლის სამი შედეგიდან – 12 ქულა, 15 მოხსნა, 24 პასი – ყურადღებას
ეს უკანასკნელი იმსახურებს. 24 შედეგიანი გადაცემა ასევე უმეტესია „ა“ ლიგის 2-წლიან
ისტორიაში.

სწორედ სეუ და „წყალტუბო“ მოყვებიან გადათამაშებაში
და იბრძოლებენ მომავალი სეზონის წინ ლიგაში დასარჩენად, ხოლო მომავალი სეზონის „ა“
ლიგაში ადგილი გარანტირებული ექნებათ მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდებს
(არენა, თსუ-ჰიუნდაი, ტიტები) , ასევე სუპერლიგიდან გამოვარდნილი კლუბს.

დღვანდელი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს „თსუ-ჰიუნდაი“
და „არენა“ შეხვდნენ. სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო შეხვედრა ძალიან დაძაბული
და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება დარჩა  „თსუ-ჰიუნდაის“ (87:85), რომელმაც ამ გამარჯვებით
„ა“ ლიგაში მე-2 ადგილი გაინაღდა.

გამარჯვებულებს 21-21 ქულით სანდრო სანაძემ და დავით
აფხაზავამ ულიდერეს. 13 ქულა დააგროვა გიორგი ფერიაშვილმა. „არენაში“ საუკეთესო იყო
პიტერ ალექსისი 26 ქულით და 24 მოხსნით. რეჯინალდ მერფი 18 ქულით გამოირჩა.

ბოლო, მე-15 ტურის მატჩები 24 და 25 აპრილს გაიმართება. 
ტიტები – მარნეული  71:73  

სეუ – წყალტუბო  109:82  

თსუ- ჰიუნდაი – არენა-76  87:85