“ა”ლიგის მე-3 ტური დღეს წყალტუბოში დაიწყო. ერთამნეთს
ტურნირის 2 წაუგებელი გუნდი – „წყალტუბო“ და „არენა 76“ შეხვდა. მატჩი სტუმრათა გამარჯვებით
– 93:82 დასრულდა და შესაბამისად, „ა“ ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – ირაკლი ტომარაძის
გაწვრთნილი „არენა 76“.
არენელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი
უპირატესობა, როცა საწყისი პერიოდი 10 ქულით მოიგო. მოპოვებული უპირატესობა მასპინძლებს
აღარ დაუთმიათ – გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო ამერიკელი ჯერემი ბაინამი
გახლდათ, რომელმაც 26 ქულა და 10 პასი მიითვალა. 24 ქულა დააგროვა დავით ლომიძემ, რომელმაც
6 სამქულიანი ჩააგდო. ოლექსეი კოსენკოვმა 17 ქულა დააგროვა, ზუკა მაჩალაძის ანგარიშზე
კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.
რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, იმერულ კლუბს ალექსანდრ
რიხლიუკმა 25 ქულა-11 მოხსნით ულიდერა. მეორე უკრაინელმა – სერგეი ალფიოროვმა 21 ქულა
და 10 პასით დაასრულა შეხვედრა.
მე-3 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 28 მარტს თბილისის
სპორტის სასახლეში გაიმართება.