მე-9 ტური წყალტუბოს გამარჯვებით დაიწყო

მე-9 ტური წყალტუბოს გამარჯვებით დაიწყო

 სტატისტიკაგალერეა
„ა“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-9 ტური
15 მაისს წყალტუბოში დაიწყო, სადაც სათამაშოდ თსუ ჩავიდა. ბრძოლა არ შედგა. მასპინძლებმა
საკმაოდ დამაჯერებლად – 99:68 სძლია სტუდენტურ გუნდს და მინიმუმ 18 მაისამდე ცხრილის
სათავეში მოექცა.

ტურის დანარჩენი მატჩები 18-ში თბილისში ჩატარდება და
თუკი „არენამ“ „სეუ-ჰიუნდაის“ ვერ აჯობა, წყალტუბოელები პირველობას შეინარჩუნებენ.
რაც შეეხება წყალტუბოში გამართულ შეხვედრას, მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და
საბოლოოდ 31-ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს.

21 ქულითა და 13 მოხსნით წყალტუბოელთაგან საუკეთესო
ალექსანდრ რიხლიუკი გახლდათ, 14 ქულა, 16 ქულა და 13 პასი მიითვალა გიორგი კუჭავამ,
სერგეი ალფიოროვის ანგარიშზე კი 14 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი დაგროვდა. თბილისელთაგან
32 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ირაკლი ბეშქენაძე, 11 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა
გიორგი მასხარაშვილმა.

მე-9 ტურის დარჩენილი 2 მატჩი მომავალ ორშაბათს, საკალათბურთო
აკადემიაში გაიმართება.