“ა” ლიგის გათამაშება დაიწყო კლუბ მეგასთვისაც. გუგა პატარაიას გაწვრთნილ გუნდს კოვიდ-რეგულაციების გამო რამდენიმე შეხვედრა გადაედოთ და “ა” ლიგის გათამაშებაში პირველად ახლა ჩაერთვნენ. აქამდე მეგას მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალსა და საქართველოს თასის გათამაშებაში მიუღია მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, როგორც მებრძოლმა და კარგად დაკომპლექტებულმა გუნდმა.
“ა” ლიგაში მეგას პირველი მეტოქე ზესტაფონი გახლდათ, რომელსაც წინა ტურში ორბთან ჰქონდა წაგებული. პატარაიას გაწვრთნილმა გუნდმა 2 განსხვავებული მონაკვეთი ითამაშა. პირველში მეტოქეს ვერ უმკლავდებოდა, ზესტაფონსაც მეტი რა უნდოდა – პირველი პერიოდი 20:15 მოიგო, მეორე 1 ქულით დათმო, ხოლო ბოლო პერიოდში მხოლოდ მეგას ეპყრა მატჩის სადავეები. ამერიკელი ლეგიონერების – ჯერმეინ მეროუსა და ჯალენ ბრედლის წინამძღოლობით პატარაიას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ბოლო პერიოდი და მასთან ერთად – მატჩიც: 89:74.
გამარჯვებულებს 30 ქულით მეროუმ ულიდერა. 22 ქულა და 5 პასი ბრედლის ანგარიშზეა. ბექა ჩიკვილაძე მეგას 9 ქულით შეეწია. ზესტაფონის გუნდში 22 ქულით დონიელ სეგერსი გამოირჩა. “ა” ლიგის მომდევნო მატყჩები 2 მარტს გაიმართება.