დღეს, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში მინისაკალათბურთო ფესტივალის კენჭისყრა გაიმართა, რომლებსაც ტურნირში მონაწილე თბილისური გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წელს მინისაკალათბურთო ფესტივალი უწევთ 2003 და 2004 წლებში დაბადებულ ბავშვებს. თავდაპირველად ამ ასაკებში ჩატარდება თბილისის ფესტივალები, რის შემდეგაც სტარტს აიღებს საქართველოს საკალათბურთო ფესტივალები იმავე ასაკებში.
მინისაკალათბურთო ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, რომელსაც ტურნირების ჩატარებაში დახმარებას უწევენ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი.
ფესტივალში მონაწილე გუნდებს კენჭისყრაზე უმასპინძლეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი ზაბახიძემ.
ჯენჭისყრის შედეგად ჯერ 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის მონაწილეები დაჯგუფდნენ. აღნიშნულ ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს. „ა“ ჯგუფში მოხვდნენ დინამო, იბერი, მართვე და აკადემია 1, ხოლო „ბ“-ში აქსე, აკადემია 2, ოვერტაიმი, მაკაბი.
2004 წელს დაბადებულთა ფესტივალში მონაწილე 10 გუნდი ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდა: „ა“ ჯგუფი: ორბი, აკადემია 2, აქსე, ჰიუნდაი, ოვერტაიმი. „ბ“ ჯგუფი: დინამო, თსსუ, ვარსკვლავები, აკადემია 1, იბერი
თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი სტარტს 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აიღებს.