მინიკალათბურთში ტრადიციული ფესტივალი წლეულს განსხვავებული ფორმატით გაიმართება. მიმდინარე წლის მაისში სტარტს აიღებს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 2004 და 2005 წელს დაბადებულ ბავშვთა გაერთიანებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, გუნდებს განაცხადში ჰყავდეთ მინიმუმ 2 გოგონა. დაშვებულია მთლიანად გოგონებით დაკომპლექტებული გუნდების მონაწილეობაც. თამაშები გაიმართება როგორც თბილისში,ისე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორსა და თელავში.
ტურნირის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა და მწვრთნელთა კავშირმა მონაწილეობის მსურველი გუნდების მწვრთნელებთან სამუშაო შეხვედრა დაგეგმა.
იმ მწვრთნელებს, რომლებსაც მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ ასაკებში ჰყავთ როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდები, ვთხოვთ მობრძანდნენ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 10 აპრილს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე სპორტის ახალ სასახლეში.