მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი გამოცდა-ტესტირებით დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი გამოცდა-ტესტირებით დასრულდა

დღეს დასრულდა მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 150-ამდე კალათბურთის მწვრთნელმა გაიარა პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები. დღეს კი ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა ტესტირება, რის შემდეგაც მწვრთნელებმა პრაქტიკული გამოცდაც ჩააბარეს.

ის მწვრთნელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა და ტესტირება, მიმდინარე თვის ბოლოს გადაეცემათ პროგრამის პირველი ეტაპის ლიცენზია. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს 14-18 წლის ასაკის მოზარდებში მუშაობას, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ შესაბამის ასაკში გუნდები გამოიყვანონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში.