მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა გამოცდებით დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა გამოცდებით დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი გამოცდებით დასრულდა. პირველი ეტაპი თავის მხრივ 4 ნაწილად ჩატარდა. პროექტი გასული წლის მაისში თბილისში დაიწყო, ზაფხულში ქუთაისსა და ბათუმში გაგრძელდა, ხოლო 2 დღის წინ თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარებული გამოცდებით დასრულდა.

იმ მწვრთნელებისთვის, რომლებმაც გამოცდებში მიიღეს მონაწილეობა, სემინარები 18 და 21 თებერვალს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარდა. დაახლოებით 50 მწვრთნელს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გამოცდილმა მწვრთნელებმა ჩაუტარეს.

შეგახსენებთ, რომ გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი განკუთვნილია მინი კალათბურთსა და 14-წლამდელთა სექციებში მომუშავე მწვრთნელებისთვის. 2 წელიწადში, თუკი აღნიშნული პროგრამა არ ექნებათ გავლილი, მწვრთნელებს უფლება არ ექნებათ გუნდები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში გამოიყვანონ.

გამოცდების შედეგებს საგამოცდო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.