ნაკრებთან ერთად – სპორტის სამინისტროს პროექტი

ნაკრებთან ერთად – სპორტის სამინისტროს პროექტი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მოახლოებასთან დაკავშირებით, პროექტის „ნაკრებთან ერთად” ფარგლებში აცხადებს კონკურსს.
კონკურსის თემა – „რატომ ვგულშემატკივრობ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლამდე ახალგაზრდებს. მსურველებმა 11 აგვისტომდე მითითებულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ ტექსტი (მაქსიმუმ 100 სიტყვა).
საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ერთ დღეს გაატარებს ნაკრებთან ერთად, დაესწრება ვარჯიშს, გადაიღებს სამახსოვრო ფოტოებს, გადაეცემა თბილისის მერიის თასის საერთაშორისო ტურნირზე დასასწრები 3 ბილეთი და დაჯილდოვდება ნაკრების მაისურით.