რომში გამართულ 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ქართულმა გუნდმაც მიიღო

რომში გამართულ 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ქართულმა გუნდმაც მიიღო

იტალიიდან დაბრუნდა გუნდი WOW, რომელმაც ქალაქ რომში 2-3 მაისს გამართულ 15-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე საქართველო წარმოადგინა. გუნდმა WOW რომში გამართული ტურნირის საგზური 6 აპრილს, თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ფესტივალის მოგებით მოიპოვა. გუნდის წევრებმა: ბექა ხაჩიურმა, ნიკა ნადარეიშვილმა, სანდრო კარგარეთელმა და გიორგი ბურდილაძემ სპორტკომპლექს არენაში გამართულ ტურნირში 14 გუნდში პირველი ადგილი დაიკავეს.
რომში ჩატარებულ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობდა. საქართველო ჯგუფში ჩეხეთთან, ლიტვასთან და პუერტო რიკოსთან მოხვდა. ქართველებმა ჩეხეთის ძლიერ ნაკრებს მოუგეს და ჯგუფიდან გავიდნენ. პლეი ოფის პირველ წრეში ქართველებს მეტოქედ ინდონეზია ერგოთ, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში წააგეს და ტურნირზე საბოლოოდ მე-11 ადგილს დასჯერდნენ.