საშეჯიბრო დეპარტამენტი ასაკობრივი ჩემპიონატის გუნდებს შეხვდა

საშეჯიბრო დეპარტამენტი ასაკობრივი ჩემპიონატის გუნდებს შეხვდა

29 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შედგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა შეხვედრა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან და მენეჯერებთან. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა განვლილი სეზონის შესახებ და დაიგეგმა მომავალი, 2015-16 წლების სეზონი.  

მწვრთნელებმა და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებსაც გასულ სეზონში წააწყდნენ და მათი გადაჭრის გზები დასახეს. საერთო გადაწყვეტილებით ის ჩემპიონატები – 13, 14 და 16-წლამდელები – რომლებიც გასულ სეზონში ვერ დასრულდა, მომავალ სექტემბერში განახლდება და ამავე თვეში დასრულდება.
აღნიშნულ შეხვედრაზე მწვრთნელების მხრიდან  წამოვიდა ინიციატივა, შეიქმნას საბჭო, რომლებშიც შევლენ ასაკობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები და შეიმუშავებენ წესებს, რომელიც უფრო მორგებული იქნება შესაბამის ასაკობრივ ჩემპიონატს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებას.