“სასკი ბასკონიას” გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა პრესკონფერენცია გამართა

“სასკი ბასკონიას” გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა პრესკონფერენცია გამართა

საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება „სასკი ბასკონიას“ გენერალური დირექტორი, ხესუს ვასკესი. ამ უმსხვილეს ესპანურ კომპანიასთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მჭიდრო საქმიანობა აკავშირებს და ვასკესის ეს ვიზიტიც ესპანურ-ქართული საკალათბურთო აკადემიის გახსნას უკავშირდება. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და სხვა საჭირო საკითხების შეჯერება.

მიუხედავად იმისა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა, „სასკი ბასკონიას“ გენერალურმა დირექტორმა ქართველ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რათა ბოლო პერიოდში მას-მედიით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის ფონზე განმარტება გაეკეთებინა

ხესუს ვასკესი ჟურნალისტებს ამომწურავად ესაუბრა:

– მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პრესკონეფრენციაზე არ ვაპირებთ არაფრის მტკიცებას, ან თავის მართლებას. უბრალოდ იმისთვის, რომ ყველასთვის ნათელი და გასაგები იყოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, გვინდა განვიხილოთ  თუ რას გულისხმობს ჩვენს შორის დადებული შეთანხმება,  რა განსზღვრავს ჩვენს მოტივაციას და რა  მიზნები თუ ამოცანები გვაქვს დასახული, რომელთაც უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ვახორციელებთ. სანამ უშუალოდ ამ შეთანხმებაზე ვისაუბრებდე, მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენი კლუბის  შესახებ.

ბასკონია 

ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიოში აღიარებულ კლუბს, რომელსაც ზურგს 60-წლიანი ისტორია უმაგრებს. ჩვენი გუნდი დაარსების წლიდანვე უმაღლეს საკლუბო დონეზე ასპარეზობს და არსებობის მანძილზე 5-ჯერ უთამაშია ევროლიგის ოთხთა ფინალში, ხოლო ერთხელ – ფინალში.  მიუხედავად წარმატებებისა, ჩვენი ინტერესი უფრო მიმართულია ახალგაზრდობისკენ. მრავალი წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკისა და გამოცდილების წყალობით, ვამჯობინებთ, პერსპექტიული კალათბურთელები აღმოვაჩინოთ და ჩვენს კლუბს მომავალი თაობა ჩვენვე აღვუზარდოთ. ჩვენს საკალათბურთო სკოლას 20 წლის მანძილზე გამოზრდილი ჰყავს მსოფლიო დონის ვარკვლავები – „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლა გაიარეს ანდრეს ნოჩიონიმ, ლუის სკოლამ, ტიაგო სპლიტერმა, ხორხე გარბახოსამ, ნიკოლა მარსელომ და სხვა მრავალმა.

ტალანტების აღმოსაჩენად, ჩვენი სკაუტები მთელი წლის მანძილზე აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყნებში ახალგაზრდა კალათბურთელებს და მათგან  განსაკუთრებული მონაცემებისა და პოტენციალის მქონეებს არჩევენ. შერჩეული ბავშვები ხვდებიან სტიპენტიანტების სიაში და მათზე ზრუნვას 12 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი იწყებს, რომელშიც მწვრთნელებთან ერთად შედიან ექიმები, ფიზიოთერაპევტი, დიეტოლოგი, მეთოდოლოგი, ფსიქოლოგი.

საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციასთან  დადებული შეთანხმების საფუძველზე, გაკეთდა გამონაკლისი და ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებულ იქნა სამუშაო პროგრამა, რათა იმ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომელნიც უშუალოდ ჩვენი კლუბის სკაუტების მიერ არ ყოფილან შერჩეულნი, მიეცათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ ამ სამუშაო პროგრამაში ჩაერთნონ.

 ეს პროგრამა განხორციელდა ფონდ „5+11“-ის ფარგლებში, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ანუ მაშინ, როდესაც კლუბმა შეიძინა საფეხბურთო გუნდი „დეპორტივო ალავესი“ და ერთ ფონდში გააერთიანა „ალავესისა” და „ბასკონიის” სასწავლო, სოციალური თუ სამოშაო პროგრამები.

რატომ დაიდო ეს ხელშეკრულება?

ოთხი წლის წინ, ჩვენს კლუბში პირველად უნდა ეთამაშა ქართველ კალათბურთელს, რამაც განაპირობა  ჩვენი შეხვედრა საქართველოს  კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან. ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, გამომდინარე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის იდეების გამჭირვალობისა და პროფესიონალიზმისა, გადავწყვიტეთ, საქმიანი ურთიერთობები გაგვეღრმავებინა. ქართულ მხარეს ჰქონდა სურვილი, რომ მათ ქვეყანაში საკალათბურთო დონე გაზრდილიყო და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ასეთი სახის საერთაშორისო პარტნიორი არ გვყოლია, გადავწყვიტეთ ისეთი სახის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაგვეფორმებინა, რომელიც ორივე მხარისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.

(რგოლში თავმოყრილია “ბასკონიას” თბილისში გამართული კემპებისა და ესპანეთში ქართველი მოზარდების ცხოვრება-ვარჯიშის შესახებ ვიდეო და ფოტო მასალები)

ძირითადი მიზანი, რომელიც ფედერაციის მხრიდან გამოითქვა, იყო ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიონალური დონის ამაღლება, რაც მომავალში  საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წარმატებების საფუძველი იქნებოდა. ამისათვის დაიდო შემდეგი სახის ერთობლივი ხელშეკრულება, რომლის თანახმად სახელმწიფო ყოველწლიურად, ხუთი წლის მანძილზე აწარმოებდა 300 000 ევროს ინვესტიციას, რაც მთლიანად შეადგენს არა 2,5 მილიონს, როგორც ამას აჟღერებენ ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, არამედ – 1,5 მილიონს. დაიგეგმა, რომ ამ ინვესტიციის საშუალებით ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჩაერთვებოდნენ ჩვენს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების პროგრამებში, სადაც გაივლინდნენ სწავლებას იმავე პროფესიონალების მიერ, რომელნიც მუშაობენ დანარჩენ სტიპენდიანტებთან. შესაბამისად, მოხდებოდა მათი მომზადება  პროფესიოანლური კალათბურთისთვის, სპეციალურად შერჩეული პროგრამით.

გადაწყდა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელების რაოდენობა დაახლოებით 15 მოთამაშით განისაზღვრებოდა.  თავდაპირველად გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო 16-წლამდე მოზარდებით, რომლებიც ნაკრებში გადასვლამდე ჩვენი პროგრამით ივარჯიშებდნენ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მხარის მიზანი იყო,  არ მომხდარიყო თაობებს შორის წყვეტა და ყოველ ასაკში სოლიდური კონტიგენტი ყოფილიყო, მოხდა ასაკობრივი დიფერენციაცია.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროგრამა სპეციალურად ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოსთვის შემუშავდა და სხვას არავის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული თანხის გადახდის შედეგად მოხვდეს ამ სამუშაო პროგრამაში – ანუ ჩვენს კლუბში.

შედეგად, ქართველ კალათბურთელებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩვენს მიერ შემუშავებული განსაკუთრებული პროგრამის ფარგლებში ისარგებლონ „ბასკონიის“ უნიკალური ინფრასტრუქტურით, ივარჯიშონ თანამედროვე სისტემებით, გაეჯიბრონ მაღალი დონის გუნდების წევრებს და ამ ყველაფრის მატერიალური ღირებულების დადგენა ძალიან რთულია.

გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდებ, რომ ისინი, ვინც  ესპანეთში  ამ სამწლიან კურსს  გადიან, სხვა პროფესიონალური სტატუსი ენიჭებათ, ისინი არ განიხილებიან როგორც უცხოელი მოთამაშე და საკალათბურთო ბაზარზე მათი ფასი ბევრად მატულობს.

ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროგრამაში მონაწილე ქართველი მოზარდების პერსპექტივა და მათი მიღწევები უდიდესი მოტივაცია იქნება დამწყები კალათბურთელებისთვის. სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტი, რაც არა მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ამაღლების გარანტიაა, არამედ თქვენი ქვეყნის სამომავლო წარმატებებისთვის საკმაოდ ძვირფას ინვესტიციას წარმოადგენს.

აღნიშნული ხელშეკრულება მხოლოდ ახალგაზრდების გაზრდის საკითხს არ მოიცავს. „ბასკონია“ ღიაა თქვენი ფედერაციისთვის და მზადაა, გაუზიაროს მას საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ნებისმიერი სფეროსა თუ მიმართულების კუთხით.

 მას შემდეგ, რაც შევიმუშავეთ  მიზნები და ამოცანები, გაგვაგებინეს რომ საკმაოდ მაღალი იყო ფინანსური შენატანი და უნდა განგვეხილა თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ გადასახადის შემცირება. და ესეთი აზრი გაგვიჩნდა, რომ მომხადიყო ამ თანხის ამოღება ქართველ კალათბურთელთათვის 100% პროცენტიანი სასწავლო უფლებების დაწესების საფუძველზე. მაგრამ ვინაიდან ჩვენთვის ჯერ უცნობი იყო ქართველი ბიჭების  პროფესიონალური დონე, კლუბმა დააწესა  50-%იანი გადასახადი ქართველ კალათბურელთათვის და 30%იანი გადასახადი იმ სტიპენდიანტებისთვის, რომელთაგან  დონე ჩვენთვის ცნობილია და ვიცით რამდენად რენტაბელურია ამის განხორციელება. ამ მონაცემების   თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ  აღნიშნული უფლებების დაწესებით  შესაძლებელი გახდებოდა   არა მხოლოდ  ჩადებული თანხის ამოღება, არამედ  მოგების ნახვაც.

 ამ ეტაპზე  სტიპენდიანტების პროექტში გვყვას სხვადასხვა ქვეყნის 19 მოთამაშე, რომელთა შორის 5 ქართველია. კლუბის ისტორია  გვიჩვენებს, რომ  ჩვენი სკოლის აღზრდილი კალათბურთელების ძირითადი  ნაწილი ითამაშებს პროფესიონალურ გუნდებში, ზოგიერთი მათგანი ევროპის პირველი რანგის კლუბებში,  მინიმუმ 2  მოთამაშე გვეყოლება NBA-ში.

ამიტომ მინდა, ყველასთვის ნათელი იყოს ის, რომ ხელშეკრულების თანხით სხვა ქვეყნის  ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადება არ ხდება. ჩვენ ამ საქმიანობას 20 წელია, ვეწევით და ასე გავაგრძელებდით საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების გარეშეც. ერთადაერთი, რაც ქართულ მხარეს ჩვენი სკოლის უცხოელ მოთამაშეებთან აკავშირებთ არის ის ფორმულა, რომელიც შევიმუშავეთ იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის  ჩადებული ინვესტიციის ამოღება.

ამიტომ  საუბარია არა იმაზე, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ინვსტირებული თანხით ჩვენ ვამზადებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც მომავალში თქვენ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან, არამედ იმაზე, რომ აღნიშნული თანხით ვეხმარებით უცხოელ ახალგაზრდა მოთამაშეებს დაოსტატებაში და ამის სანაცვლოდ ქართველებს უფასოდ ვთავაზობთ პროფესიონალური სწავლების პროგრამას.

 იმ 300 000 ევროდან აქვე უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის  მეორე ნაწილი, რაც შეადგენს   ყოველწლიურ 200.000 ევროს, რომელიც  საჭიროების შემთხვევაში დაიხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს  თანხა შეადგენდა  200 000 ევროს,  ჯამში 100.000 მეტ ევროზე მეტი არ დახარჯულა და ეს თანხაც ძირითადად უკავშირდებოდა  მშობლების სამგზავრო ხარჯებს, ტრენინგების მოწყობას და ასე შემდეგ.

რა მოგება შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ ამ პროექტისგან

ზემოთთქმულიდან გამომდინარე ნათელია,  რომ  საქართველოს კალათბურთის  ფედერაცია ამ  შეთანხმების საფუძველზე ქართველ მოთამაშეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი პროფესიული გუნდის დახმარებით მიიღონ სიღრმისეული გამოცდილება, ივარჯიშონ ჩვენს სპორტულ ცენტრებში,  ითამაშონ მაღალი რანგის საერთაშორისო კალათბურთელებთან ერთად, რისი მიღწევაც საქართველოში დარჩენით, სამწუხაროდ, შეუძლებელი იქნებოდა.

მთელი ეს ინვესტიცია, რასაც საქართველოს კალათბურის ფედერაცია აღნიშნულ პროექტში დებს, სწორი ნაბიჯების გადადგმისა და თანამშროლობის საფიძველზე 8-9 წელიწადში უკან დაუბრუნდება და მთელს იმ სარგებელს, რასაც ახალგაზრდა თაობების აღზრდით ნახავს, სრულიად უსასყიდლოდ  მიიღებს.

კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც  გაჟღერდა არის ის,  თითქოს ბასკონია  მოგებას ნახულობს იმით, რომ ბევრი მოთამაშე ჰყავს, ვისზეც გარკვეული უფლებები გააჩნია. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ვინაიდან სამუწუხაროდ, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს,  რომელიმე მოთამაშე მოხვდეს ბასკონიაში კლუბის  კონკურენტუნარიანობის მაღალი დონიდან გამომდინარე.

ის  ფაქტი, რომ ბასკონიაში ერთი წლის მანძილზე ნავარჯიშებმა 16 წლამდე მოთამაშეებმა შეძლეს საქართველოს ნაკრების  ევროპის ბ“ დივიზიონიდან ელიტაში გადასვლა, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე და ესპანეთში ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთა პროფესიონალური პრაქტიკების გავლით, დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

ბუნებრივია, რომ ეს მხოლოდ ბასკონიის დამსახურება არ არის, მაგრამ გვინდა ვიფიქროთ, რომ  გარკვეული წვლილი ჩვენც შევიტანეთ.

ფინანსური ასპექტი და პროფესიონალური სწავლება

ასევე გაჟღერდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფედერაცია მაინც წაგებაში იქნება, 8-9 წლის შემდეგ ზუსტად იგივე თანხა რომ დაიბრუნოს. ამგვარი სახის მსჯელობა მიუთითებს იმას, რომ არ ვითვალისწინებთ იმ შრომას, რომელიც ამ ხნის მანძილზე იქნება გაწეული ქართველი კალათბურთლლების მიმართ. არ ვითვალისწინებთ მათ პროფესიულ ზრდას, რაც ისევ და ისევ საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წარმატებების საწინდაი იქნება.

არსებობენ სხვა კლუბებიც, რომელთაც აკადემიური სასწავლო სისტემის სანაცვლოდ ფიქსირებული ტარიფები აქვთ და ისინი წელიწადში 30-დან 50 ათას ევროს ფარგლებში მერყეობენ.

„ბასკონიამ“ ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეები აკადემიაში კი არ გააწევრიანა, არამედ  სტიპენდირებულ პროექტში  ჩართო, რომელსაც 12 პროფესიონალი ავარჯიშებს, სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, ყოველდიურად სამ სამუშაო ეტაპს,  კერძო ძვირადღირებულ საცხოვრებელს, სადაც  კლუბის პრფესიონალი კალათბურთელები  და ფეხბურთელები იმყოფებიან.

გარწმუნებთ, რომ  ამგვარი ტიპის ხელშეკრულებას არავისთან არ გაიმეორებდნენ. მხოლოდ აღნიშნულმა გარემოებამ და სამინისტროსა თუ ფედერაციიას წარმომადგენელთა დიდმა  მონდომებამ და პროფესიონალობამ განაპირობა ის, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

  ფიქრობთ რომ კლუბისთვის, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ევროს შეადგენს ფეხბურთა და კალათბურთის ჩათვლით,  თავის „ნოუ ჰაუს“, თავის პროფესიონალურ გამოცდილებას ამ თანხში გაუზიარებდა?

 ბუნებრივია, რომ ამ ხელშეკრულებისთვის ფინანსური ინტერესის გამო ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე უსასყიდლოდ უნდა ვაწარმოოთ.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ პროგრამაში ინვესტირებული თანხა მთლიანად დაუბრუნდება ისევ ქართულ კალათბურთს, ხოლო ამასთან ერთად საქართველოს გაცილებით ძვირფას საჩუქარს – არაერთ პროფესიონალ კალათბურთელს მიიღებს, რომელიც თქვენს ქვეყანას გამოადგება.

sdr

სამომვალო გეგმა

ჩვენი იდეაა, რომ გაგრძელდეს ესპანეთში ვარჯიშები. წელს გვეყოლება  5 ახალგარდა ბასკონიაში  და ერთიც  ჩვენს მეგობარ გუნდში მიერესში. ასევე ვიწყებთ ახალი თაობის წარმომადგენლებთან მუშაობას. საუბარია 2003 წელს დაბადებულ მოზარდებზე.  ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ სამმა თაობამ ისარგებლოს ამ პროექტით და არ მოხდეს ასაკებს შორის წყვეტა.

ვაგრძელებთ ტექნიკური განათლების პროექტებს და კლინიკებს. შეგვიძლია  გამცნოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში დაარსდება მუდმივმოქმედი საკალათბურთო სკოლა, სადაც  ქართველი და ესპანელი მწვრთნელები შეიმუშავებენ როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა სავარჯიშო მეთოდოლოგიას,  გარდა ამისა, შევიმუშავებთ    გარკვეულ სასწვლო პროგრამებს მწვრთნელთათვის.

გვინდა, რომ დავიწყოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებით. იმისთვის, რომ თავიდანვე ამ მეთოდოლოგით აღიზარდონ და წლების მანძილზე ეს ჯაჭვი იყოს უწყვეტი.

დავაწესებდით ხელმისაწვადომ ფასებს, ხოლო პერსპექტიული მოზარდებისთვის დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები. ასევე გვინდა, რომ შემდგომში მსგავსი სკოლები გაიხსნას საქართველოს სხვა ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი და სხვა)