სეუ-ს მნიშვნელოვანი გამარჯვება და კაკტუსის რეკორდი

სეუ-ს მნიშვნელოვანი გამარჯვება და კაკტუსის რეკორდი

 შედეგები დღეს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში საკალათბურთო
„ა“ ლიგის ბოლოსწინა ტური გაიმართა და მნიშვნელოვანი საკითხები გაირკვა: უკვე წყალი
აღარ გაუვა, რომ სუპერლიგაში გადასასვლელ მატჩი ბოლო ტურში გაიმართება და მასში „ვითა“
და „წყალტუბო“ შეხვდებიან. დღევანდელი წაგების შემდეგ „წყალტუბომ“ ლიდერთან დაწევის
თეორიული შანსიც დაკარგა, ხოლო „კაქტუსმა“ „ვინგსის“ განადგურებით „ვითასთან“ დისტანცია
შეინარჩუნა და თუკი 19 აპრილს ამ გუნდს დაამარცხებს, „ა“ ლიგას პირველ ადგილზე დაასრულებს.

ასე რომ, 19 აპრილს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი მატჩი
„კაქტუსსა“ და „ვითას“ შორის გაიმართება. დღეს გაირკვა ისიც, რომ თუკი ბოლო ტურში
„ვინგსს“ დაამარცხებს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდი „ა“ ლიგაში
ადგილს შეინარჩუნებს. როგორც იცით, დებულების თანახმად 2, 3 და 4 ადგილებზე გასული
გუნდები ლიგაში ადგილს ინარჩუნებენ, ხოლო ბოლო 2 გუნდი საკვალიფიკაციოს თამაშობს.

დღეს, პრინციპულ შეხვედრაში ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა
სეუ-მ ნუგზარ ჭეიშვილის თსუ-ს 81:58 სძლია და ბოლო ტურში აუტსაიდერი „ვინგსის“ დამარცხება
ხელს აძლევს, ოთხეულში დარჩეს. თსუ-ს რომ მოეგო, დღესვე ინაღდებდა ლიგაში დარჩენას,
მაგრამ სეუ-ს კალათბურთელებმა უმძლავრესი ბოლო პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 30:4 (!)
მოიგეს და პირადი მოგებების ხარჯზე თსუ-სთან სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

სეუ-ში 21 ქულით თავი კოტდივუარელმა ფუსეინ კამარამ
გამოიჩინა, 17 ქულა მიითვალა ტატო ჩაჩიბაიამ , 12 ქულა კახა გიორგაძის ანგარიშზეა.
დღეს დამყარდა „ა“ ლიგის რეკორდი ჩაგდებულ ბურთებში. დათო ლომიძემ 10 სამქულიანი ჩააგდო,
რასაც მისმა თანაგუნდელებმა მთლიანობაში 18-იც მიამატეს და „კაკტუსმა“ 144:82 გაანადგურა
„ვინგსი“. კაკტუსელთა 4 კალათბურთელი 20-ქულიან ზღვარს ასცდა, ხოლო ბომბარდირი, რა
თქმა უნდა, ნახსენები დავით ლომიძე გახდა, რომელმაც 10 სამქულიანით მიმდინარე გათამაშების
რეკორდი გამოაცხო.  

ტურის მესამე მატჩში „ვითამ“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა
„წყალტუბოსთან“. 
ვითა – წყალტუბო  67:44   

თსუ – სეუ  58:81 

ვინგზი – კაქტუსი  82:144