”სოხუმი” 14-წლამდელთა ”ბ” ლიგის გამარჯვებული გახდა

”სოხუმი” 14-წლამდელთა ”ბ” ლიგის გამარჯვებული გახდა

დასრულდა თბილისის
ჩემპიონატის „ბ“ ლიგის გათამაშება. ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც თბილისის
კალათბურთის განვითარების კავშირია, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დღეს,
ფინალური მატჩით დამთავრდა.

საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“
და „იმედი-მართვე“ შეხვდნენ. ამ გუნდებმა თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი
დაიკავეს, რის შემდეგაც პლეი ოფის ორივე ბარიერი დაძლიეს და ფინალში გავიდნენ.
გადამწყვეტ შეხვედრას საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით, რომ იტყვიან, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი „სოხუმი“დიდ შესვენებაზე ქულიანი უპირატესობით გავიდა (33:32), თუმცა მესამე პერიოდში გარდატეხა მოახდინა და ათწუთეულის 25:13 მოგებით  სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონა.
სოხუმელებმა ბოლო პერიოდში იოლად შეინარჩუნეს უპირატესობა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 75:59 იმარჯვეს. გუნდები შესაბამისი სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების ჯავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონღაძემ და კავშირის წევრმა, კახა ბაღათურიამ დააჯილდოვეს.