სოხუმი საქართველოს სახელს რუმინეთში დაიცავს

სოხუმი საქართველოს სახელს რუმინეთში დაიცავს

დღეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი იწყება 3X3 კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონი „სოხუმიც“ მიიღებს. სოხუმელებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 18 ივლისს, თბილისი მოლში ჩატარებული ფინალური ეტაპის მოგებით მოიპოვეს და რუმინული ტურნირის საგზურიც მოიპოვეს.
ტურნირი თბილისის დროით საღამოს 18:30 საათზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაცია Youtube-ის საშუალებით განხორციელდება ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე