თბილისის 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ფინალში აკადემია ოვერტაიმს დაუპირისპირდება

თბილისის 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ფინალში აკადემია ოვერტაიმს დაუპირისპირდება

თბილისის 2003 წელს დაბადებულთა ფესტივალის ფინალისტები ცნობილია. დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს „აკადემია“ და „ოვერტაიმი“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ნახევარფინალური მატჩები მოიგეს.
ფესტივალის ორგანიზატორი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია“, რომელსაც შეჯიბრის ჩატარებაში დახმარებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უწევენ.
ნახევარფინალური მატჩები დაძაბული არ გამოდგა. მომავალმა ფინალისტებმა იოლად აჯობეს ოპონენტებს. „აკადემიამ“ შანსი არ დაუტოვა „მართვეს“ და მეტოქე 39 ქულით – 79:40 დაამარცხა. „დინამოსა“ და „ოვერტაიმის“ დაპირისპირება კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 51:21 დასრულდა.
ფესტივალის 2 დასკვნითი მატჩი 13 ივნისს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. ფინალამდე მესამე ადგილს „მართვე“ და „დინამო“ გაითამაშებენ.