საქართველოს ჩემპიონი 13-წლამდელთა შორის „დინამო თბილისი“ გახდა. მამუკა ტურაშვილისა და ვასილ გოგუას გაწვრთნილმა დინამოელებმა ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს „ქუთაისს“ ჩემპიონები გახდნენ.
თბილისელებმა ფინალური სერიის პირველი მატჩი ქუთაისში იოლად – 93:68 მოიგო და საპასუხო მატჩშიც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა საჩემპიონო გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა. პირველ ტაიმში დინამოელები 10 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა თამაში მალევე დაალაგეს და მესამე პერიოდში ლიდერობა მოიპოვეს.
მეორე ტაიმში უკვე ქუთაისელები აღმოჩდნენ მდევრის როლში, რომლებიც ბოლო წუთებამდე ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ დინამოელებმა არ დათმეს და გამარჯვებამდე მივიდნენ – 73:65. 36 ქულით დინამოელებს ირაკლი კილაძემ ულიდერა, ხოლო ქუთაისელთაგან 37 ქულით მერკვილაძე გამოირჩა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მეორე ადგილზე გასული „ქუთაისი“ მედლებით და სიგელებით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიდების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა. ჩემპიონ დინამოელებს ანალოგიური პრიზები და საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.
საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალური სერია.12 დეკემბერიდინამო 73:65 ქუთაისი18:26, 16:9, 18:14, 21:16
დინამო: ი. კილაძე (36), ნ. იმედაძვილი (13), ნ. კიშკო (7), გ. ბიგანაძვილი (7)ქუთაისი: ა. მერკვილაძე (37), მ. შენგელია (6), დ. ძიძიგური (5)