ქ. თელავში კალათბურთის პოპულარიზაციისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ”თელავის საკალათბურთო აკადემიასა” და თბილისის საკალათბურთო კლუბ ”აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თელაველთა მიწვევით საკალათბურთო კლუბი ”აკადემიის” მწვრთნელები გია კაზანჯიანი და ვასილ სომხიშვილი კახეთს ესტუმრნენ და თელაველ ბავშვებს ძველი თაობისა და ახალბედა მწვრთნელებთან ერთად საჩვენებელი, ღია ვარჯიშები ჩაუტარეს.
მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდა თელაველი მწვრთნელები პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და პრაქტიკული ცოდნის შესაძენად საკალათბურთო კლუბ ”აკადემიას” თბილისშიც ეწვევიან.
მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების რეალიზებისათვის სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება (მასტერკლასები, ერთობლივი ვარჯიშები, ამხანაგური მატჩები, მწვრთნელთა ტრენინგები და ა.შ.).
დეტალური
ინფორმაცია იხილეთ საკალათბურთო კლუბ აკადემიის ვებ-გვერდზე – www.bcacademy.ge