თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ამერიკელები სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ

თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ამერიკელები სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ

გალერეა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ამერიკის ქალაქების – ალბანისა და ბაფალოს ახალგაზრდული გუნდები, კალათბურთის სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში – „ვითამაშოთ კალათბურთი – საქართველო“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მეშვეობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.
23 ივნისს ამერიკელი კალათბურთელები და დელეგაციის წევრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინისტროს სპორტის მუზეუმს. ამერიკელებმა დაათვალიერეს ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებულ ტიტულები და ქართული სპორტის წარსულსა და მიღწევებზე ინფორმაცია მიიღეს.
ამერიკულ დელეგაციას მუზეუმში შეხვდა და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დადებით მხარეებზე ესაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.