დღეს “ა” ლიგის პირველი ტური ერთი მატჩით დასრულდა. თბილისის “ოლიმპიურ სასახლეში “თსუ-ჰიუნდაიმ” ლიგის დებიუტანტ “თბილისს” უმასპინძლა და 90:63 დაამარცხა. ანგარიშში სხვაობა დიდია, თუმცა პირველ ნახევარში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ბრძოლა იყო. თბილისელები მეტოქეს არ რჩებოდნენ და დიდ შესვენებამდე მხოლოდ 9-ქულიანი დეფიციტით მივიდნენ – 32:41.
მატჩში გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, რომელიც “თსუ-ჰიუნდაიმ” 30:16 მოიგო და მეტოქე წელში გატეხა. საბოლოოდ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სოლიდური სხვაობით მოიგო და “ა” ლიგის გათამაშება დადებით ნოტაზე დაიწყო. შესანიშნავად ითამაშეს ამერიკელმა ლეგიონერებმა – დანიელ უილიამსმა და ობრი მაკალპინმა. ეს მოთამაშეები ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება. მაკალპინი წინა სეზონში “დინამოში” თამაშობდა, ხოლო უილიამსმა 2 წლის დინ “კაკტუსს” სუპერლიგაში გადასვლის საქმეში დიდი დახმარება გაუწია. მუილიამი გახდა სწორედ მატჩის ბომბარდირი 23 ქულით, მაკალპინმა კი 19 ქულა მოაგროვა. “თსუ-ჰიუნდაის” მესამე ლეგიონერმა – სერბმა სტანოიე კნეჟევიჩმა 16 ქულა და 22 (!) მოხსნა მიითვალა. რაც შეეხებათ თბილისელებს, მათ მარდმა უკანახაზელმა, რევაზ მაღლაფერიძემ ულიდერა 21 ქულით.
“ა” ლიგის მორიგი მატჩები 22 და 23 იანვარს გაიმართება.
თსუ-ჰიუნდაი – თბილისი
სტატისტიკა: 90:63