სტატისტიკა გალერეა„ა“ ლიგის მე-8 ტურის ბოლო შეხვედრაში „თსუ-ჰიუნდაი“
„ტიტებს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:75 დაამარცხა. ორივე გუნდისთვის შედეგს
პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა: „ტიტები“ გამარჯვების შემთხვევაში მეტოქეს უთანაბრდებოდნენ,
ხოლო „თსუ-ჰიუნდაის“ მოგება ცხრილში მნიშვნელოვნად აწინაურებდა.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. თავდაპირველად „ტიტები“
დაწინაურდა, შემდეგ კი „თსუ-ჰიუნდაიმ“ მოახერხა თამაშის გათანაბრება და დიდ შესვენებაზე
მინიმალური ლიდერობით გავიდა – 43:42. მესამე მეოთხედში სტუდენტურმა გუნდმა უპირატესობა
მოიპოვა, ათწუთეული 27:15 მოიგო და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა.
„ტიტების“ მოთამაშეები თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ ვითრების
გამოსწორებას, მაგრამ მეტოქესთან 5 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდნენ. საბოლოოდ „თსუ-ჰიუნდაიმ“
9 ქულის სხვაობით იმარჯვა და დაკარგული ქულების გათვალისწინებით მარნეულის „დელტასთან“
ერთად „ა“ ლიგის ლიდერია. ორივე გუნდს 5 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. „დელტასა“ და
„თსუ-ჰიუნდაის“ მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა 24 მარტს გაიმართება.
„ა“ ლიგის მე-9 ტურის სამივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ
სასახლეში 19 მარტს გაიმართება.