თსუ-მ გორს მოუგო, კაკტუსმა კი სეუ-ჰიუნდაი დაამარცხა

თსუ-მ გორს მოუგო, კაკტუსმა კი სეუ-ჰიუნდაი დაამარცხა

შედეგები 
9 მაისს სპორტის სასახლეში დაწყებული მე-8 ტური კვირას
საკალათბურთო აკადემიაში 2 მატჩით დასრულდა. თსუ-მ გორის „დილას“ მოუგო, ხოლო „კაკტუსმა“
„სეუ-ჰიუნდაის“ სძლია.

ამ შედეგებმა სატურნირო ვითარება უფრო დაძაბა. „კაკტუსმა“,
რომელსაც პირველი წრის მატჩი ჰიუნდაელებთან წაგებული ჰქონდა, გამარჯვების მოპოვებით
ოთხეულში ადგილი გაინაღდა. დარჩენილ 2 ტურში რაც არ უნდა მოხდეს, „კაკტუსი“ მე-4 ადგილს
არ  ჩამოსცილდება, რაც მომავალი სეზონისთვის
ლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტიაა.

„სეუ-ჰიუნდაისთან“ მატჩშ 25 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო
იყო ამერიკელი სამა ტაკუ, ხოლო დავით ხიზანიშვილმა თავი 22 ქულას მოუყარა.  ჰიუნდაელთა შორის 23 ქულა და 11 მოხსნა ირაკლი ალხანაიძემ
მიითვალა, 18 ქულა გელა კოპალიანმა, ხოლო ამერიკელ კაილი ფულერს სამმაგ დუბლამდე მცირედი
დააკლდა – 14 ქულა, 12 პასი, 8 მოხსნა.

თსუ-მ პრინციპული მეტოქე, გორის „დილა“ დაამარცხა და
ქულებით „სეუ-ჰიუნდაის“ გაუთანაბრდა. თსუ-ელთაგან 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი
გაიფორმა ვასილ ბერუაშვილმა. 16 ქულა ირაკლი ბეშქენაძის ანგარიშზეა, ხოლო გიორგი ხანიაშვილმა
და მიხეილ ფანჩულიძემ თავი 11-11 ქულას მოუყარეს.

მომდევნო ტურის მატჩები 15 მაისს წყალტუბოში, ხოლო
18 მაისს – თბილისში გაიმართება.