„წლის წიგნი 2014-2015“-ის პრეზენტაცია

„წლის წიგნი 2014-2015“-ის პრეზენტაცია

გალერეა Videoსაქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ტრადიციული, წლის შემაჯამებელი წიგნი გამოსცა. „წლის წიგნს“ უკვე 4-წლიანი ისტორია აქვს და მასში ის ღონისძიებებია თავმოყრილი, რომელსაც გასულ წელს ორგანიზება კალათბურთის ფედერაციამ გაუკეთა, ან პარტნიორებს მათ ჩატარებაში დაეხმარა.

„წლის წიგნი 2014-15“ ტრადიციისამებრ ფედერაციის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით იწყება და მას მნიშვნელობის მიხედვით გასულ წელს მომხდარი ამბები მოსდევს. ყოველი წიგნის გამოცემა წინამორბედზე შრომატევადია და ამის მიზეზი ის ღონისძიებებია, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იმატებს.
ეროვნული, ასაკობრივი, 3X3 კალათბურთის ნაკრებებთან ერთად წიგნში საქართველოს საკლუბო ტურნირებიც დეტალურად არის წარმოდგენილი. ამასთან, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ არაერთ სახელმწიფო სტუქტურასა თუ კომპანიებს გაუწია დახმარება, საკალათბურთო ტურნირებისა თუ სხვადასხვა აქციების მოწყობაში, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ასევე ასახულია „წლის წიგნის“ ფურცლებზე.
წიგნში ძირითადად ის მასალაა თავმოყრილი, რაც წლის განმავლობაში კალათბურთის ფედერაციის მიერ  მართულ 6 ვებ-გვერდზე იქნა განთავსებული. ცალკე დაიწერა სტატიები ეროვნულ, ასაკობრივ, გოგონათა და 3X3კალათბურთის ნაკრებებზე. წიგნზე ძირითადად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წევრები მუშაობდნენ, რომლებმაც გასულ წელს მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეკრეს და დიზაინერთა დახმარებით კალათბურთით დაინტერესებულ მკითხველს საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი უკვე მეოთხედ გაუკეთეს. 
წლის წიგნის პრეზენტაციას საკალათბურთო სამყარო, ვეტერანი კალათბურთელები, მედია პარტნიორები, სპონსორები, სამინისტროს წარმომადგენლები და ცნობადი სახეები ესწრებოდნენ. 

ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი, ალექსანდრე რუაძე