წყალტუბოს და ტიტების გამარჯვებები

წყალტუბოს და ტიტების გამარჯვებები

 შედეგები  
 გალერეა„ა“ ლიგაში დაძაბულობამ
იმატა. დღეს, თბილისში დაწყებული მე-7 ტურის 2 მატჩიდან ერთი განსაკუთრებით საინტერესო
გამოდგა. ვგულისხმობთ ტურნირის ერთ-ერთი ლიდერის, „არენასა“ და „წყალტუბოს“ მატჩს.
იმერულმა კლუბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერებში გაერია.

„წყალტუბომ“ „ა“
ლიგა ზედიზედ განცდილი 3 წაგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 მოგება მოიპოვა და
დღეს ლიდერ „არენას“ გაუთანაბრდა. დაკარგული ქულებით კი ლიდერად „მარნეული“ დარჩა,
რომელსაც 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.

„არენასა“ და „წყალტუბოს“
მატჩის ბედი საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდა, მეტნაკლებად თანაბარი
საწყისი 3 პერიოდის შემდეგ იმერულმა კლუბმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს
20 ქულით გაასწრო და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა – 94:81.

გამარჯვებულებს
ტრავანტე უილიამსმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულას 15 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრაც დაურთო,
20 ქულა მოაგროვა დიმიტრი დვალიშვილმა, დიმიტრი სვირიდოვმა 17 ქულასა და 7 მოხსნას
მოუყარა თავი, კიდევ ერთმა ლეგიონერმა ბრაიან ბლექმონმა კი 16 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა
პირად ანგარიშზე. არენას საუკეთესონი იყვნენ პიტერ ალექსისი 24 ქულითა და 13 მოხსნით,
როდნერიუს ლუისი 21 ქულით, კონსტანტინე ბიწაძე 15 ქულითა და 8 მოხსნით.

მეორე მატჩში ერთმანეთს
სეუ და ტიტები უპირისპირდებოდნენ, სადაც ფავორიტად ეს უკანასკნელი მოიაზრებოდა. ასეც
მოხდა – ტიტებმა ზედმეტი გართულების გარეშე დაამარცხა სეუ – 84:61. გამარჯვებულებს
გიორგი დვალმა და არმანი ფლანიგანმა ულიდერეს 21–21 ქულით, რომელსაც ამ უკანასკნელმა
18 მოხსნაც დაურთო და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 17 ქულა და 9 პასი მოაგროვა გიორგი გამყრელიძემ,
რაიან აარონის ანგარიშზე 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. სეუ–ს საუკეთესონი იყვნენ
დავით მაისურაძე 20 ქულითა და 14 მოხსნით, ბექა ახალაიამ 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა,
ვიქტორ კოღუაშვილმა თავის გუნდსი კი 12 ქულა შესძინა.

ტურის მესამე მატჩი
24 მარტს მარნეულსა და თსუ–ჰიუნდაის შორის გაიმართება, ხოლო მომდევნო ტური 13 მარტს
წყალტუბოში აიღებს სათავეს.