ვითამ თსუ-სთან ბეწვის ხიდზე გაიარა

ვითამ თსუ-სთან ბეწვის ხიდზე გაიარა

 შედეგები
 გალერეა „ა“ ლიგის 2 მატჩს
დღეს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს „კაკტუსი“
და სეუ შეხვდნენ. მატჩი  ცხრილში შედარებით
დაწინაურებული კაქტუსელების იოლი გამარჯვებით – 102:48 დასრულდა.

ბრძოლა მხოლოდ
პირველ პერიოდში შედგა, რომელის მე-8 წუთისთვის ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა კაქტუსელებმა
დასკვნით ეპიზოდში იმარჯვეს და პირველ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მეორე
პერიოდის საწყის 6 წუთში სეუ-ს კალათბურთელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, „კაქტუსი“ კი ლიდერობას
ზრდიდა და 28:5 მოგებული მეოთხედის შემდეგ დიდ შესვენებაზე 28-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მეორე ტაიმი ფორმალობა
გამოდგა და საბოლოოდ „კაკტუსის“ 54-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა. 20 ქულითა და
12 მოხსნით კაკტუსელთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი ფილიპ ჰენრი. დანიელ უილიამსის ანგარიშზე
19 ქულა დაგროვდა, ხოლო დავით ლომიძემ 17 ქულა მიითვალა. სეუ-ში 11-11 ქულა ირაკლი
ქილიფთარს და კახა გიორგაძეს დაუგროვდათ.

მეორე მატჩში
ერთმანეთს „ვითა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. ვითელებს
აკლდათ ერთ-ერთი ლიდერი ანდრე ჯონსი, რომელმაც თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა. ვითელებმა
წეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან თსუ წარმატებასთან ახლოს იყო. მართალია, ნიკოლაის მაზურსის
გაწვრთნილი გუნდი თავიდანვე დაწინაურდა და დამაჯერებლადაც იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდში
სტუდენტებმა ვასილ ბერუაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით ანგარიში გაათნაბრეს. შეხვედრის
დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში 65:65 გახლდათ, თუმცა ბოლო წუთებზე „ვითას“ გაუმართლა
– ბექა წივწივაძისა და ლუკა გიორგაძის სამქულიანებით, ასევე ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით
ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ – 85:77.

ვითელებს 19 ქულით
და 8 პასით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა. 18 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა კონსტანტინ ანიკეენკომ,
13 ქულა ბექა წივწივაძის ანგარიშზე დაგროვდა. თსუ-ში 28 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით
საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი. 18 ქულა ლუკა ნოზაძემ მიითვალა.

მიმდინარე ტურის
მესამე მატჩი ხვალ, წყალტუბოში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი „ვინგსს“ უმასპინძლებს. 
სეუ – კაქტუსი  48:102

  
თსუ – ვითა  77:85