6 მარტს, 14:00 საათზე, “ქორთიარდ მარიოტში” (მის:თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული ჟურნალის “წლის წიგნის”პრეზენტაცია.
ჟურნალში თავმოყრილია გასულ სეზონში ჩატარებული ღონისძიებები, რომელსაც ფედერაციამ ორგანიზება გაუწია პარტნიორ კომპანიებთან და მხარდამჭერებთან ერთად. “წლის წიგნი ყოველწლიური ჟურნალია, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მეხუთედ გამოსცემს.
ღონისძიებას დაესწრებიან საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, თბილისისა და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგებში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერები, ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედია პარტნიორები,
სპონსორები და მხარდამჭერები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვებს ვეტერან კალათბურთელს გივი ბიჭიაშვილს.