90 გუნდი და 1350 მონაწილე – ჯუნიორ ნბა 2024-ის წილისყრას თბილისი არენამ უმასპინძლა!

90 გუნდი და 1350 მონაწილე  – ჯუნიორ ნბა 2024-ის წილისყრას თბილისი არენამ უმასპინძლა!

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მე-8-ედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2024 წლის სეზონში 130მდე  გუნდი დარეგისტრირდა. შესაბამისად, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო აქტივობა, რომელშიც 2000-ამდე მოზარდი მონაწილეობს. 

შეგახსენებთ რომ წინა წელს, კალათბურთზე მოთხოვნილების გაზრდამ დღის წესრიგში დააყენა ჯუნიორ ნბა-ს ძირითად ტურნირში მონაწილეების გაზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციცაციის დუბლირებაა, მონაწილეების ან ფორმატის შეცვლა დაუშვებელია. ამიტომ, აქამდე არსებულ ჯუნიორ ნბა-ს A და B ლიგებს დაემატა C ლიგა. შესაბამისად, ჯუნიორ ნბა-ში მონაწილე გუნდების რაოდენობა 60-დან 90-ამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, ჯუნიორ ნბა-ს ჩატარების ფორმატს. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. სწორედ გუნდებისთვის ნბა-ს გუნდების სახელების მინიჭებისთვის ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა, ეგრეთწოდებული დრაფტი გაიმართა, A ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, გურჯაანში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება,  B ლიგისა და C თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და  პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას.  ჯუნიორ ნბა-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის მინიჭებული სიხარული. 

გულშემატკივრებს  შეუძლიათ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის მსვლელობას და სიახლეებს  თვალ-ყური ჩვენს საიტზე და პროქტის ოფიციალურ აპლიკაციაზე,  OWQLO მიადევნონ.  OWQLO-ს აპლიკაციის გადმოწერა  შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან.  

წლევანდელი სეზონის ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა თბილისი არენაზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ ნბა-ში მონაწლე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ და A, B და C ლიგების მონაწილე 1350-ივე კალათბურთელს NBA-გან  სათამაშო ფორმები საჩუქრად გადაეცათ.  

ჯუნიორ ნბა-ს წილისყრას  მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული, სპორტის სამინისტროს წარმომადგელი გიორგი კერესელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჯუნიორ ნბა-ს წლეულს ახალი მეგობარი, English Book Education გამოუჩნდა. English Book Education-ი პროექტ ‘წიგნის კლუბის’ მეშვეობით განახორციელებს ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავებას, ხოლო ფედერაცია უზრუნველყოფს პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ფედერაციაში შემავალ ორგანიზაცებსა და წევრებს შორის

Junior NBA -ის კენჭისყრის ცერემონიაზე ორგანიზაციებს შორის მემორანდუმს ხელი English Book Education-ის ვიცე პრეზიდენტმა მიხეილ გურგენიძემ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა გამყრელიძემ მოაწერეს.

პროექტის ფორმატის გათვალისწინებით მონაწილე სამივე ლიგაში მონაწილე გუნდები 6-6 დივიზიონში განაწილდენენ. გთავაზობთ კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტებული A, B, C ლიგების მიმდინარე სეზონის ჯგუფებს. 

ფოტოგალერეა