FIBA SCOD-ის პროგრამის მეორე სემინარი ქართველი მსაჯებისთვის

FIBA SCOD-ის პროგრამის მეორე სემინარი ქართველი მსაჯებისთვის

გრძელდება ფიბა-ევროპის სპეციალური პროგრამა მსაჯებისთვის, რომლებიც პანდემიის პირობში ონლაინ ხორციელდება. ქართველი მსაჯებისთვის FIBA SCOD-ის პროგრამის მეორე სემინარი სამშაბათს, 12 მაისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა არბიტრებთან ერთად მწვრთნელებმაც მიიღეს. 

პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ მსაჯთა პოლონელი ინსტრუქტორი გრეგორი ზემბლიცკი, რომელსაც სემინარის წარმართვაში ბერძენი მსაჯი – გიორგიოს პურსანიდისი ეხმარება. რიგით მეორე სემინარის თემა გახლდათ LEAD მსაჯის მექანიკა თამაშის მიმდინარეობისას. ევროპელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მსაჯებს აღნიშნულ თემატიკაზე არაერთი ვიდეო-რგოლი წარმოუდგინეს და LEAD მსაჯის ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად ახსნეს.

FIBA SCOD პროგრამის შემდეგი ონლაინ-სემინარი პარასკევს, 15 მაისსაა დაგეგმილი.