Jr. NBA-ს პირველი კლინიკა მსაჯებისთვის

Jr. NBA-ს პირველი კლინიკა მსაჯებისთვის

16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება Jr. NBA-ს პირველი კლინიკა მსაჯებისთვის. სესიას გაუძღვება სკოტ ფოსტერი, რომელსაც NBA-ში მსაჯობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. სკოტ ფოსტერი NBA– ს 25 სეზონის განმავლობაში 1,477 რეგულარულ თამაშს მსაჯობდა. იგი მსაჯობდა პლეიოფის 187, მათ შორის ფინალის 19 მატჩზე.

დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ OWQLO აპლიკაციაზე, რათა შეუერთდნენ 1 – საათიან კლინიკას Zoom– ში. სესია ორიენტირებული იქნება თამაშის მენეჯმენტზე და დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა სესიის ბოლო 30 წუთის განმავლობაში სკოტთან კითხვა -პასუხის რეჟიმში ჩაერთონ.

 შეგახსენებთ, რომ OWQLO აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოდ.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB