ფიბა-მ საქართველოს წარმომადგენელი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ჩემპიონატებზე გაანაწილა

ფიბა-მ საქართველოს წარმომადგენელი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ჩემპიონატებზე გაანაწილა

ქართველ მსაჯებს და კომისარს წინ დატვირთული ზაფხული ელით. პანდემიის დასრულების შემდეგ სრული დატვირთვით ამოქმედდა საკალათბურთო კალენდარი და ზაფხულში ევროპის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი ჩატარდება როგორც ვაჟებს, ისე გოგონათა შორის.

წარმოგიდგენთ ფიბა-ს 3 მსაჯისა და ერთი კომისრის გრაფიკს, რომლებიც აღნიშნულ ტურნირებზე საქართველოს წარმოადგენენ.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

  • 16-24 ივლისი. პოდგორიცა (მონტენეგრო)

ევროპის 20-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ა.დივიზიონი

  • 11-20 აგვისტო. სოფია (ბულგარეთი)

ევროპის 16-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი

 

კირილე თვაური (მსაჯი)

  • 15-24 ივლისი. თბილისი (საქართველო)

ევროპის 20-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ბ.დივიზიონი

  • 29 ივლისი – 7 აგვისტო. პლოეშტი (რუმინეთი)

ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი

  • 19-27 აგვისტო. მატუსინიოში (პორტუგალია)

ევროპის 16-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ა დივიზიონი

 

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

  • 9-17 ივლისი. სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)

ევროპის 20-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი

  • 26-31 ივლისი. ანდორა და ველა (ანდორა)

ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. C დივიზიონი

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

  • 30 ივლისი – 7 აგვისტო. სოფია (ბულგარეთი)

ევროპის 18-წლამდე ქალთა ჩემპიონატი. ბ დივიზიონი