ტრადიციულად, ზაფხული დატვირთულია ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებით, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია – ფიბა გახლავთ. ვაჟთა და გოგონათა შორის 3 ასაკობრივ კატეგორიაში – 16, 18 და 20 – იმართება საკონტინენტო პირველობები, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია 3 – A, B და C დივიზიონად. ლაპარაკია 20-ზე მეტ მულტიეროვნულ ტურნირზე, რომლებშიც ნაკრებებთან ერთად, ცხადია, უამრავი მსაჯი მონაწილეობს.
ის ქართველი მსაჯები და კომისარი, რომლებიც ფიბას მოქმედ ლიცენზიას ფლობენ, აქტიურად იქნებიან ზემოხსენებულ ტურნირებში ჩართულები. სამ მსაჯს – მიხეილ ვართანოვს, კირილე თვაურს, მაკა შალამბერიძეს და ერთ კომისარს – მერაბ რატიშვილს ჯამში 8 ტურნირის მომსახურება მოუწევთ.
წარმოგიდგენთ ტურნირებს, რომლებსაც ფიბას ლიცენზირებული ქართველი მსაჯები და კომისარი მოემსახურებიან:
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
ევროპის 20-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი
7-16 ივლისი, სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)
ევროპის 20-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი
28 ივლისი-6 აგვისტო, კრაიოვა (რუმინეთი)
ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი
11-19 აგვისტო, იზმირი (თურქეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი
21-30 ივლისი, მატუსინიუში (პორტუგალია)
ევროპის 16-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი
4-13 აგვისტო, პიტეშტი (რუმინეთი)
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
ევროპის 20-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი
28 ივლისი-6 აგვისტო, კრაიოვა (რუმინეთი)
ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ც დივიზიონი
10-23 ივლისი, ანდორა და ველა (ანდორა)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ევროპის 18-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი
1-9 ივლისი, კონია (თურქეთი)