ქართველი მსაჯები და კომისარი ფინეთიდან გიბრალტარამდე

ქართველი მსაჯები და კომისარი ფინეთიდან გიბრალტარამდე

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები ქართველი არბიტრის თანამონაწილეობით დაიწყო. 25-30 ივნისს კოსოვოს დედაქალაქმა პრიშტინამ ევროპის ქალთა ჩემპიონატის C დივიზიონს უმასპინძლა, რომლის მომსახურე არბიტრებს შორის ერთი ქართველი – მარინა შალამბერიძე გახლდათ. ეს იყო ზაფხული პირველი ტურნირი ქართველი არბიტრისთვის, რომლებიც კომისართან ერთად მთლიანობაში 10 კონტინენტურ ჩემპიონატს მოემსახურებიან.

შალამბერიძეს კიდევ ორი C დივიზიონი ელის: 16 და 18 წლამდე გოგონათა შორის. რაც შეეხებათ საქართველოს წარმომადგენელ ფიბა-ს მამაკაც მსაჯებს, კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3-3 ტურნირს მოემსახურებიან. თვაურს 16 და 18 წლამდელთა A დივიზიონები, ასევე 20-წლამდელთა B დივიზიონი ელის, ხოლო მიხეილ ვართანოვი 16 და 18 წლამდელთა B დივიზიონებს, ასევე 16-წლამდელთა C დივიზიონს მოემსახურება.

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი ერთ ტურნირს მოემსახურება, რომელზეც ზედიზედ მესამე წელი მთავარ კომისრად იმუშავებს. ლაპარაკია 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონზე, რომელიც 8-17 აგვისტოს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
 
1. ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე ვაჟებში, C დივიზიონი
9-14 ივლისი; ტირანა (ალბანეთი)
 
2. ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
26 ივლისი – 4 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)
 
3. ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)
 
 
კირილე თვაური (მსაჯი)
 
1. ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
12-21 ივლისი; პიტეშტი (რუმინეთი)
 
2. ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელ ვაჟებში. ა დივიზიონი
27 ივლისი – 4 აგვისტო; ტამპერე (ფინეთი)
 
3. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, ა დივიზიონი
9-17 აგვისტო; ირაკლიონი (საბერძნეთი)
 
 
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
 
1. ევროპის ქალთა ჩემპიონატი, C დივიზიონი
25-30 ივნისი; პრიშტინა (კოსოვო)
 
2. ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი
9-14 ივლისი; გიბრალტარი
 
3. ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი
23-28 ივლისი; პრიშტინა (კოსოვო)
 
 
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
 
ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი 
8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)