ევროპაში ზაფხულის პერიოდი კონტინენტის ასაკობრივ ჩემპიონატებს ეთმობა. მიმდინარე წელს ქალთა ევრობასკეტი, ასევე გოგონებისა და ვაჟების ევროპის 16, 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატები გაიმართება, რომლებზეც ფიბა-ევროპამ მსაჯ-კომისრების დანიშვნების გრაფიკი შეადგინა. ევროპირველობათა მომსახურე პერსონალში ტრადიციულად ფიგურირებენ ქართველები – მსაჯი მაკა კუპატაძე და კომისარი, მერაბ რატიშვილი.
წარმოგიდგენთ იმ ჩემპიონატებს, რომლებსაც ქართველები მოემსახურებიან:
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
ევროპის 18-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი. 6-14 ივლისი, სარაევო (ბოსნია და ჰერცეგოინა).
ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ც დივიზიონი. 16-21 ივლისი, კიშინიოვი (მოლდოვა).
ევროპის 18-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ც დივიზიონი. 30 ივლისი-4 აგვისტო, ანდორა ლა ველა (ანდორა).
ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი. 22-30 აგვისტო, სკოპიე (მაკედონია).
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
ქალთა ევროპის ჩემპიონატი. 27 ივნისი-7 ივლისი. ბელგრადი, ზრენიანინი, ნიში (სერბეთი), რიგა (ლატვია).
ევროპის 16-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი. 9-17 აგვისტო, უდინე (იტალია).