თვაური, ვართანოვი და რატიშვილი ფიბა ევროპის თასის მატჩებზე

თვაური, ვართანოვი და რატიშვილი ფიბა ევროპის თასის მატჩებზე

ფიბა-ევროპამ მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე მსაჯები და კომისრები გაანაწილა. ევროპის საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაციის მიერ მატჩების მოსამსახურებლად შერჩეულ პირებს შორის მოხვდა 3 ქართველი: მსაჯები – კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი, ასევე ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი. 

ვართანოვი და რატიშვილი ქალთა ფიბა ევროპის თასის მატჩებზე იმუშავებენ, ხოლო თვაური ამავე თასის კაცთა გათამაშების საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას მოემსახურება ბერძნულ “არისსა” და ნიდერლანდურ “ლეიდენს” შორის. 

კირილე თვაური (მსაჯი)

ფიბა ევროპის თასი. 3 ნოემბერი. სალონიკი (საბერძნეთი)

არისი (საბერძნეთი) – ლეიდენი (ნიდერლანდები)

 

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ქალთა ევროპის თასი. 3 ნოემბერი. მერსინი (თურქეთი)

ჩუქუროვა (მერსინი, თურქეთი) – ჰორიზონტი (მინსკი, ბელარუსი)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ქალთა ევროლიგა. 27 ოქტომბერი. ეკატერინბურგი (რუსეთი)

უგმკ (ეკატერინბურგი, რუსეთი) – უსკ პრაღა (ჩეხეთი)

 

ქალთა ევროპის თასი. 3 ნოემბერი. ბიგდოშჩი (პოლონეთი)

ბიგდოშჩი (პოლონეთი) – ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი)